შემოდგომის ფერებით აღმოჩენილი კახეთი
გადავწყვიტეთ, განგვახორციელებინა პროექტი: „შემოდგომის ფერებით აღმოჩენილი კახეთი.“
მთელი კლასი დავიყავით სამ ჯგუფად და თითოეულმა ჩვენგანმა ავირჩიეთ ადგილი, რომლის შესახებაც პრეზენტაციას წარვადგენდით. ჩვენი ჯგუფი პირველი იყო. ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლმუზეუმი შეგვხვდა. ჯგუფის წევრებმა მე პრეზენტატორად ამირჩიეს, მარიამი და გიორგი ფოტოგრაფებად გადანაწილდნენ, ხოლო ნათია, ჩემთან ერთად, ძირითადი ინფორმაციის მოპოვებაზე ზრუნავდა.
ჩვენი
მოგზაურობა 13 ოქტომბერს დაიწყო, დილიდ 7 საათზე. საკმაოდ სუსხიან და წვიამიან დღეს.
ძილმორეული
ბავშვები პირველად ალავერდს ვესტუმრეთ. სიძველე ყველგან იგრძნობოდა, თითოეულ ქვაში და თითოეულ კენჭში. როგორც აღვნიშნეთ, სუსხიანი დღე იყო, მაგრამ აგურისფერ ფოთლებში ჩაძირული ტაძარი სითბოს აფრქვევდა. ეზოში
შესვლისთანავე სხვა საუკუნეში გადავფრინდით, წარმოიდგინეთ , რამოდენიმე ათეული ზეთისხილის ხე, რომელიც ეზოს პატარა მონაკვეთზეა მიმოფანტული, მათ შორიახლოს გაურკვეველი ფორმის, მუქი ჭაობისფერი, ზოგისთვის შავი, 1500 წლის, ხე. ეზოში 104 განსხვავებული
ჯიშის ვაზია , რომელთა ერთიანობა ლაბირინთს ქმნის, სადაც ყვითელი, წითელი და ნარინჯისგერი ფერები, თვალისმომჭრელად იკვეთება. ტაძირს მოპირდაპირე მხარე სავსეა მრავალფეროვანი, დაბზარული, ხავსშეპარული და გაურკვეველი, წარწერების მქონე ქვებით, ყოველივე იმის მაუწყებელია , რომ მარადიული არაფერია, გარდა უფლისა.
ტაძარში,
რა თქმა უნდა, სიმშვიდე სუფევდა. უმნიშვნელო მოძრაობაც კი წარმოუდგენელად ხმამაღალ ქაოსს ქმნიდა. კედლების სამოცდაათი პროცენტი თეთრი ფერის იყო, ხოლო დანარჩენი, ოცდაათი პროცენტი, სიკაშკაშეწართმეულ, ფერგადასულ ფრესკებს ეკავა.
მარშუტი
წინასწარ გვქონდა გაწერილი. ჩვენი გეგმის მიხედვით, შემდეგი იყალთოს მონასწერი იყო. პირველი შეგრძნება საკმაოდ უცნაური იყო, სიცივისგან დაბინდულმა გონებამ ვერაფერი ვერ აღიქვა, მაგრამ როდესაც ტემპერატურას შევეგუეთ,
დავინახეთ ფერები, რომელსაც გამოცდილი მხატვარიც კი ვერ შეაზავებს. ამდენი განსხვავებული სახის ყვითელი ფერის ფოთლები, არსად არასდროს არ გვინახავს. ზოგი მათგანი თაკარა მზესავით კაშკაშა იყო, ზოგი დაისისფერი, ზოგი მათგანი კი პირიქით, მზის ამოსვლას მოგაგონებდათ, და სწორედ ამ გარემოში, პატარა მთაზე, დიადი მეფესავით, არის აღმართული იყალთო.
ეზოს
შუაგულშია თეთრი ტაძარი, მისი კედლები მოხუცი ადამიანის კანს მიაგავს დალაქულია და უცნაურად დაწინწკლული. ეზოს მარცხენა მხარეს საფლავებია ჩამწკრივებული, ყველა მათგანი განსხვავებული ფორმისაა, რაც უფრო უცნაურია, მით უფრო ძველია. მარჯვენა მხარე კი სავსეა ძველი, სახელოსნოში გამომწვარი, აგურისფერი ქვევრებით. ტაჭრის შიგნითა მხარე ალავერდს მიაგავს, ნახევრად წაშლილი ფრესკები, სიმშვიდე და თბილი სუნი. ტაძრის უკანა ეზოში ძველი აკადემიის ნანგრევებია, სწორედ იმ აკადემიის, რომელშიც ჩვენი დიდებული პოეტი , შოთა რუსთაველი სწავლობდა.
დრო
მიდიოდა, ჩვენი შემდეგი გაჩერება შუამთა იყო. ჯერ ძველი შუამთა მოვინახულეთ. პაწაწინა ტაძარი, რომელიც მწვანე, ხავერდოვან წალკოტში არის ჩაფლული. ძველი კედლები მედგრად იმაგრებენ თავს და პილიგრიმებს თავიანთ დიდებულ ისტორიას სიამაყით აჩვენებენ.
ძველი
შუამთიდან ახალ შუამთაში გადავინახვლეთ, სადაც აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობდა და ირგვლივ ყველაფერი ყურისწამღები ბგერებით იყო სავსე. ვერ გაიგებდით, თეთრი ტაძარი ნისლში იყო ჩაფლული, თუ მის ირგვლივ ეს თეთრი ღრუბელი მტვერმა წარმოქმნა. ტაძრის შიგნით ალექსანდრე ჭავჭავაძის საფლავი არის, თეთრი მარმარილოს ქვით შემკული, რომელზეც არსებული, ოქროსფერი, ასიოები ჩვენი დიდებული პოეტის ადგილსამყოგელს გვამცნობენ.
ტაძრების
მონახულების შემდეგ მუზეუმების დროც დადგა.
პირველი
ჩვენს სიაში წინანდალი იყო. მუზეუმის ხილვისას, პირველი რაც თვალწინ წარმომიდა XIX საუკუნის, ქართული, ინტელიგენციის ყოველდღიური ცხვირება იყო. ეს ყველაფერი წამიერად მოხდა, მაგრამ მაინც, ყოველმა ჩვენგანმა იხილა, შეიგრძნო და შეისუნთქა მათი ცხოვრების პაწაწინა ნაწილი. პირველად, როდესაც ლიტერატურული სალონი ვიხილეთ,
თვალწინ წარმოგვიდგა ეს
მომენტი: ხალხით სავსე ოთახის შუაგულში, გერმანული როიალის გვერდით ,დგას ბიჭი, რომელიც ყავისფერ, გაპრიალებულ ხეს მარცხენა ხელით ეყრდნობა, მარჯვენა ხელში კი მელნით დასვრილი, ფურცლის პატარა ნაგლეჯი უჭირავს და პირველად საზოგადოების წინაშე კითხულობს თავის დიდებულ „მერანს“, იქვე კუთხეში, თეთრ, პაწაწინა ყვავილებით მოხატულ სკამზე, ეკატერინე ჭავჭავაძე ისვენებს და გულისყურით უსმენს ჩვენს ნიკოლოზ ბარათაშვილს.
მუზეუმის
ბაღი კი ცალკე საოცრებად შეგვიძლია მოვიაზროთ, სკამები შყეყვარებულთათვის, ბზისგან გაშენებული ლაბირინთი, რომელიც მძაფრ, მწარე, სუნს აფრქვევს, ათასფრად აჭრელებული ნატვრის ხე, ბამბუკის ბაღი, ასწლოვანი ხეები, ოქროს თევზებითა და დუმფარებით სავსე აუზი. ეს შენობა განსაკუთრებული რომანტიკის მატარებელია, ამ ადგილს განსაკუთრებული აურა აქვს და, რაც მთავარია, ამ შენობასაც და ამ ბაღსაც სული აქვს.
შემდეგი
ერეკლე II ის სახლმუზეუმი იყო, პირველი განყოფილება მთლიანად არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ უძველეს ნივთებს ეთმობოდა. ვიტრინაში განთავსებული ანტიკური ხანის სამკაულებით, საყოფაცხოვრებო ნივთებითა და სხვადასხვა, განსაკუთრებული, აღმოჩენებით იყო სავსე. XIX-XVIII საუკუნის ტანისამოსი და ფოტოსურათები.
მეორე
განყოფილება კი მთლიანად მხატვრული ხელოვნების თვალისმომჭრელ ნამუშევრებს ეთმობოდა. ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი და კიდევ უამრავი შესანიშნავი მხატვრის ნამუშევრებით დამშვენებული კედლები. ამ ადგილს დამძიმებული და განადგურებული სულის გამთელებაც კი შეუძლია.
Comments
Post a Comment