სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
ქართული ენასა და ლიტერატურა; ისტ. მე-5
კლასი
საგანი
|
ქართული ენა და ლიტერატურა; ისტ.
|
მასწავლებელი
|
მაყვალა გიგოშვილი
|
თემა
|
ზღაპარი
|
კლასი
|
მე-5კლასი; დაწყებითი საფეხური
|
მოსწავლე
|
12
|
სსმ მოსწავლე
|
0
|
გაკვეთილის ჩატარების დრო
|
|
გაკვეთილის მიზნები
|
*მოსწავლემ შეძლოს ტექსტის დამოუკიდებლად შექმნა
*შეძლოს , იმსჯელოს თემასთან დაკავშირებული საკითხების
შესახებ , გამოხატოს საკუთარი პოზიცია;
*მოსწავლემ შეძლოს შერჩეული ტექნიკური საშუალების გამოყენება (პროდუქტის შექმნა)
|
შედეგი
|
მოსწავლეები დამოუკიდებლად შექმნიან ტექსტს; გამოიყენებენ
სხვადასხვა მხატვრულ ხერხს; შერჩეული ტქნიკური საშუალებით შექმნიან პოსტერს საკუთარი
ტექსტის გათვალისწინებით.
|
სტანდარტი
|
ქართ.V.13 *მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ტექსტების
დამოუკიდებლად შექმნა;
*ტექსტის შექმნისას იყენებს სხვადასხვა მხატვულ ხერხებს;
ქართ.V.9 მოსწავლე
მსჯელობს მისთვის საინტერესო საკითხების შესახებ და გამოხატავს საკუტარ პოზიციას.
ის.ტექ.დაწყ.5 მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადსხვა ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება.
|
აქტუალობა
|
გაკვეთილი ხელს შეუწყობს წინარე ცოდნაზე ახალი ცოდნის
აგებას; ერთ საგანში შესწავლილი უნარების ტრანსფერს; მოსწავლეებში თანამშრომლობისა
და საკითხის სწორად გადაჭრის უნარების განვითარებას
|
მენეჯმენტი
|
ჯგუფური
|
რესურსი
|
სამუშაო ფურცლები; ინტერნეტ რესურსები; კალამი; რვეული;
კომპიუტერი; პროექტორი
|
გაკვეთილის ხანგრძლივობა
|
45წთ
|
გაკვეთილის მსვლელობა დროში გაწერილი
|
აქტივობაN1- პროვოცირების მიზნით, მოსწავლეებს მივმართავ
კითხვებით. წინარე ცოდნიდან გამომდინარე, მოსწავლეები კითხვებს უპასუხებენ . მიღებულ
პასუხებს შევადარებთ სქემაზე გამოსახულ პასუხებთან (სქემა იხ. დანართის სახით)
ეს აქტივობა მოსწავლეებს ეხმარება, განიმტკიცონ რწმენა,
რომ შეუძლიათ, დამოუკიდებლად შეძლონ,
დაწერონ ზღაპარი უკვე
შეძენილი ცოდნის
საფუძველზე.
(5წთ)
აქტივობა N2
ჯგუფებად ორგანიზებულ მოსწავლეებს ვთხოვ მიწოდებული პირობის
მიხედვით , შექმნან ზღაპარი.
ეს აქტივობა მოსწავლეებს განუვითარებს თანამშრომლობისა
და მსჯელობის უნარ-ჩვევას. (12წთ)
აქტივობაN3 ზღაპრის პრეზენტაცია (4წთ)
აქტივობაN4 მინი ლექციით მოსწავლეებს ავუხსნი, რომ თანამედროვე ცხოვრება
მოითხოვს ჩვენი ცოდნის პრაქტიკაში ტრანსფერს, გარე სამყაროსთან ინტეგრირებას, რაშიც
ძალიან გვეხმარება ტექნიკური საკომუნიკაციო საშუალებები. ვთხოვ, შეეცადონ ზღაპრების
სიუჟეტებისა და პერსონაჟების გათვალიწინებით, შექმნან პოსტერი. რისთვისაც დასჭირდებათ
საჭირო სურათების მოძიება- შენახვა და პოსტერის შექმნა.
მოსწავლეები
წარმოადგენენ შექმნილ პოსტერებს.
(17წთ)
აქტივობა N5 საშინაო დავალება: დაწერონ ზღაპარი სადაც
გამოყენებულია ჯადოსნური ნივთები ან მონაწილეობენ ჯადოსნური ძალის მქონე პირები.
(2წთ)
|
შეფასება
|
აქტ. N6.
განმსაზღვრელი (ჯგუფური მუშაობის
რუბრიკა); (პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა); მასწავლებლის თვითშეფასების რუბრიკა.
განმავითარებელი შეფასება (კომენტარები )
(2წთ)
|
დანართი --სქემა
კითხვები
|
პასუხები
|
1.
რა არის ზღაპარი?
|
ზღაპარი არის ფანტასტიკურ ( დაუჯერებელ) ამბავზე აგებული მოთხრობა.
|
2.
ზღაპარი
საინტერესო
რომ გამოვიდეს, რა უნდა გავითვალისწინოთ?
|
*უმჯობესია მოულოდნელი ამბით დაიწყოს;
*მასში გადმოცემული ამბავი კარგისა და
კეთილისაკენ უნდა მოგვიწოდებდეს;
* ამბავი უნდა იძაბებებოდეს და მოულოდნელად გადაიჭრას;
*დასასრული უნდა იყოს უჩვეულო და კარგი.
|
3.ჩამოვთვალოთ ზღაპრის მოტივები:
|
* გმირის სახლიდან წასვლა;
*რაღაცის აკრძალვა;
*აკრძალვის დარღვევა;
*ძიება რაღაცის, (ვიღაცის);
*დევნა;
*დახმარება;
*გმირისთვის გამორჩეული ნიშნის მინიჭება;
*სახეშეცვლილი გმირი ბრუნდება და მკვიდრდება გარემოში;
*გმირი აღწევს საწადელს.
|
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია
|
2
|
ჯგუფის წევრები უსმენენ ერთმანეთს
|
3
|
ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ
|
3
|
ჯგუფის წევრები იცავენ დრიოს ლიმიტს
|
2
|
პრეზენტაციის შეფასების
რუბრიკა
პასუხობს პირობას
|
2
|
ფლობს აუდიტორიას
|
3
|
საუბრობს გამართულად
|
2
|
იცავს დროის ლიმიტს
|
3
|
მასწავლებლის თვითშეფასება
|
1-2-3
|
მოსწავლეები ჩართულები მყავდა საგაკვეთილო პროცესში
|
|
სწორად გადავანაწილე დრო გაკვეთილის მსვლელობისას
|
|
სწორად მქონდა აქტივობები და მეთოდები
|
|
ვაცნობიერებ
პასუხისმგებლობას თითოეული მოსწავლის
სოციალურდა პიროვნულ განვითარებაზე
|
|
ვიყავი ფასილიტატორი, მოსწავლეები გრძნობდნენ ჩემს
მხარდაჭერას
|
|
Comments
Post a Comment