წელს ,ოქტომბრის თვეში,
კლასმა სასკოლო
ექსკურსია დავგეგმეთ.
მასწავლებელმა გვირჩია, მოგვეძებნა ინფორმაცია , რომელიც ამ პროექტის სათაურს შეესაბამებოდა-- : “ შემოდგომის ფერებით აღმოჩენილი კახეთი“.
მუშაობა ჯგუფური აქტივობით ვარჩიეთ,, დავიყავით ჯგუფებად, დავანაწილეთ
თითოეული ჯგუფის სამუშაო და დავიწყეთ მასზე მუშაობა. ექსკურსიის
მარშრუტი იყო : ცოდნისკარი , ალავერდი, შუამთა,
წინანდალი, თელავი - ცოდნისკარი.
მასწავლებელმა გვირჩია, მოგვეძებნა ინფორმაცია , რომელიც ამ პროექტის სათაურს შეესაბამებოდა-- : “ შემოდგომის ფერებით აღმოჩენილი კახეთი“.
მუშაობა ჯგუფური აქტივობით ვარჩიეთ,, დავიყავით ჯგუფებად, დავანაწილეთ
თითოეული ჯგუფის სამუშაო და დავიწყეთ მასზე მუშაობა. ექსკურსიის
მარშრუტი იყო : ცოდნისკარი , ალავერდი, შუამთა,
წინანდალი, თელავი - ცოდნისკარი.
გზა თელავამდე მუსიკების მოსმენამ, სიმღერამ და ცეკვამ შეამოკლა , სამარშუტო ტაქსიში.
პირველად ალავერდის მონასტერში მივედით, ტაძრის ეზოში მდებარეობს ეპისკოპოსის მოსასვენებელი, სატრაპეზო, სამრეკლო, მარანი, აბანო და სხვა ნაგებობები. სანამ ეკლესიამდე მივალთ , ხელმარჯვნივ, იშლება ზეთისხილის პლანტაციები ,ხოლო მათ ცენტრში კი მოთავსებულია დიდი ზეთისხილის მრავალწლიანი ხე.
ხელმარცხნივ კი
ვაზის 104 ჯიშია
გაშენებული, რომელზეც
არასოდეს გამოუყენებიათ ქიმიური შეწამვლა.
გაგაოცებთ ეზოს
დანახული
ტაძარი. ტაძარი წარმოადგენს ცენტრალურ
გუმბათოვან ჯვრის სახის ნაგებობას
სამი აფსიდით.
გარედან სწორკუთხა,
პროპორციული მოხაზულობისაა. შიდა სივრცე
გამოირჩევა მხატვრული
მთლიანობით და
დახვეწილი პროპორციებით , მაგრამ ,სამწუხაროდ ,ფრესკების ნაწილი
დაშლილია ,ტაძრის
კედლებზე ბზარებია,
ისინი იწყება,
მიემართება, მერე ერთგან იკვრება,
კარგად რომ
დავაკვირდით, შევნიშნეთ, რომ ეს მონახაზი
ჩვენი საყვარელი
საქართველოს რუკას
წააგავდა.
გუმბათი ეყრდნობა
ოთხ საოცარ ბურჯს .
გუმბათს აქვს
თექვსმეტი ულამაზესი სარკმელი. ეს უდიდესი ტაძარი
რიყის ქვითაა
ნაშენები და
გადახურულია კრამიტის
ფილებით. შიგნიდან მოპირკეთებულია მოყვითალო ნახვრეტოვანი ტუფის ფილებით,
რომლებიც შემდეგ
შეთეთრებულია. სუნთქვასაც ვეღარ
ბედავ, ისეთი დიდებულია აქ ყველაფერი.
შემდეგი გაჩერება იყალთო იყო. აქ რაღაც გრანდიოზულის ნახვის მოლოდინით წავედით , არ გვინანია, ციოდა, ჰაერში შემოდგომის სუნი იდგა და ეზოშიც ხმელი ფოთოლი და მწვანე ბალახი ერთმანეთში იყო არეული. ეზოში დავსხედით ძველი ხის კუნძზე , კარგახანს ვისხედით, ,სიმშვიდით და იმის შეგრძნებით ვტკბებოდით თუ რამხელა ისტორიის მქონე ადგილას ვიყავით . გული დამწყდა, საფლავის ქვები ხავსით იყო დაფარული, ხოლო ზოგი ნახევრად მიწაში იყო ჩაფლული , საფლავები , რომლებსაც ისტორიული ღირებულება აქვს.
იქვე საშუალო
ზომის ქვევრები
შევამჩნიეთ ოქროს
ფერი დაჰკრავდა,
ალბათ , ძველი რომ
იყო , ამიტომ, მათ მოპირდაპირედ იყალთოს აკადემიის ნანგრევები იყო, თითქოს სევდიანი იდგა, თითქოს დაიღალნენ
ფეხზე დგომითო.
ტაძარი კი იდგა ჩუმად. გადაჰყურებდა ხეობას . ტაძრის კედელზე ნახევრად შემონახული იყო უძველესი და ულამაზესი ფრესკები, უყურებ და მათ თვალს ვერ წყვეტ... გუმბათის ქვეშ გგონია რომ ცას შეახებ ხელს, სულიერი სიმშვიდე ისადგურებს, გული სიკეთით და რწმენით ივსება ...
შუამთის მონასტერში კი ჭიშკრის
გაღებისთანავე მიდის
ქვაფენილი,
რომლის გვერდების ჩაყოლებაზე ტაძრამდე ალვის ხეებია, შემდეგ ისევ ჭიშკარია , რომელიც ტაძარში შედის . ტაძარი საშუალო სიმაღლისაა ამ ტაძარშივეა ალექსანდრე ჭავჭავაძის საფლავი.
რომლის გვერდების ჩაყოლებაზე ტაძრამდე ალვის ხეებია, შემდეგ ისევ ჭიშკარია , რომელიც ტაძარში შედის . ტაძარი საშუალო სიმაღლისაა ამ ტაძარშივეა ალექსანდრე ჭავჭავაძის საფლავი.
Comments
Post a Comment