''შემოდგომის ფერებით აღმოჩენილი კახეთი''

11-ე კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებლის ხელშეწყობით, მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად 13 ოქტომბერს (13.10.2018) მოვაწყეთ კლასგარეშე მუშაობა, საგაკვეთილო, შემეცნებითი ექსკურსია.
     ვიმოგზაურეთ ენით აღუწერელ თელავის შემოგარენში და აღმოვაჩინეთ შემოდგომის ფერებით აღსავსე კახეთი.
     ჩვენი მარშუტი ასეთი იყო: ალავერდი, იყალთო, ძველი და ახალი შუამთა, წინანდალი, ერეკლე მეორის მუზეუმი, უმშვენიერესი ჭადარი და ერეკლე მეორის ძეგლი.
  ალავერდი
იყალთო
შუამთა
წინანდალი
ერეკლე მეორის მუზეუმის შესასვლელი

უმშვენიერესი ჭადარი
ერეკლე მეორის ძეგლი

კლასი დავიყავით სამ ჯგუფად. ჩვენს ჯგუფში ვიყავით 3 მონაწილე: სალომე, ლევანი და მადონა.
     ჩვენი ჯგუფის დავალება იყო, მოგვეძიებინა ინფორმაცია ისტორიული ძეგლების: ერეკლე მეორის მუზეუმი,  ცხრაასწლოვანი ჭადარი და ერეკლე მეორის ძეგლის შესახებ და წარმოგვედგინა პრეზენტაცია,- ქართული კულტურის ღირშესანიშნავ ადგილებზე.
     ჩვენი ჯგუფის წევრებმა  მასწავლებლისგან მივიღეთ რჩევა და ინდივიდუალურად დავიწყეთ დაკვირვება გარემოზე, რამაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე, აღმოვაჩინეთ ისეთი დეტალები, რომლის შემჩნევა ალბათ ბევრმა ვერ მოახერხა.
     თითოეული ჩვენგანი აქტიურად და თანაბრად იყო ჩართული ჯგუფის მუშაობაში, ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ლევანი ხოსიტაშვილი მოგზაურობის დროს გაესაუბრა ადგილობრივ მაცხოვრებლებს, შეაგროვა ცნობები ამ მხარის შესახებ და ინფორმაცია გაგვაცნო ჯგუფის წევრებს.
1.-თქვენი ნება, რომ იყოს უმშვენიერეს ჭადარს, შეიტანდით თუ არა მსოფლიო შვიდ საოცრებაში?
- იქიდან გამომდინარე, რომ მისი წლოვანება საკმაოდ დიდია და ეს ჭადარი სწორედ თავისი ხანდაზმულობით არის განთქმული, რატომაც არა.
2.-თქვენი გადმოსახედიდან რომ ვიმსჯელოთ, თქვენი აზრით, თელავი ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქია საქართველოში?
-ჩემი აზრით, ნებისმიერ ქვეყანას, ქალაქს თავისი სილამაზე და იდეალურობა გააჩნია, თელავიც სწორედ ასეთი ქალაქია, ის გამოირჩევა თავისი: ბუნებით, კულტურით, ღირშესანიშნაობებით, ამიტომ არ ფფიქრობ, რომ თელავი ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქია.
3.-თქვენი აზრით, ალექსანდრე ჭავჭავაძე ცოცხალი, რომ ყოფილიყო იამაყებდა საკუთარი სახლ-მუზეუმით და შემოქმედებებით?
-ალბათ დამეთანხმებით, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა საკმაოდ რთულია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ალექსანდრე საკმაოდ  თავმდაბალი ადამიანი იყო-ალბათ არა.
    ამ ექსკურსიის მიზანი იყო: გავცნობოდით ქართული კულტურის შესანიშნავ ნიმუშებს, აგვემაღლებინა ცოდნა გეოგრაფიაში, ისტორიაში და ჯგუფურ მუშაობაში.
      ახლა კი, გაგიზიარებთ ჩვენს შთაბეჭდილებებს:
წინანდალი ეს იყო უბრალოდ საოცრება და მეტი არაფერი, ადგილი, სადაც სიკვდილისაც კი აღარ გეშინია, რადგან გგონია, რომ აქ ცხოვრება მარადიულია, დაუსრულებელია.
    
   ეს საოცრად მშვენიერი, ენით აღუწერელი ადგილი იყო, ბოტანიკური ბაღის ხედი, ახლაც რომ მახსენდება ტანში ჟრუანტელი მივლის, ლაბირინთი- რომლის გახსენებაც ილუზიას მიქმნის, რომ სამოთხეში ვარ, მგონია, რომ სამყარო მთლიანად ჩემია, აღარ მინდა, რომ სიზმრიდან გამოვიდე, ლაბირინტიდან ვეშვები, რაღაც კაშკაშას ვეძებ, ისეთს, რომელიც ცხოვრებას კიდევ უფრო გამილამაზებს, იმ კაშკაშა ვარსკვლავისკენ მივდივარ, რომელსაც ოცნებების ასრულება შეუძლია და, აი, ოცნებების მორევშიც გადავეშვი...
 და, კიდევ... ბამბუკები, რომლებიც   მაგრძნობინებენ, რომ სამყარო ჩემს გარშემო ტრიალებს.
   ვარდებშემოხვეული სიყვარულის ხეივანი, ბამბუკების რიგი, შადრევანი, ბზის ლაბირინთი, ნატვრის ხე- აქ ყველაფერია იმისთვის, რომ ყოველდღიური ცხოვრების რუტინას მოსწყდეთ.
თუ მეორე ნახევარი ჯერ არ გიპოვიათ, სიყვარულის ხეივანში რამდენჯერმე გაივლით (სწორედ აქ სეირნობდნენ ალექსანდრე და ნინო ჭავჭავაძე) იქიდან გამოსვლისას სურვილსაც შეაბამთ იქვე მდგომ ნატვრის ხეს და უკვე  ძალიან კმაყოფილი კიდევ ერთხელ გაუყვებით უნიკალური ბოტანიკური ბაღის ბილიკებს სხვადასხვა ხე-მცენარეების აღმოსაჩენად.
  

 უმშვენიერესი ალავერდი, სადაც ზეთისხილის ხეების წლოვანება 1500 წელს უდრის, ეს ხომ აღმოჩენაა და კიდევ ვენახის 104 ჯიში ქიმიის გარეშე...
  ტაძარი იყალთოში, ალბათ ვერავინ შეამჩნია, რომ ეკლესიის კედლებზე გაჩენილი ბზარები, საქართველოს რუკას მოგაგონებდათ...
     და, ბოლოს, აქტიური თანამშრომლობით, ჩვენ, გარკვეულწილად, შევძელით, გაგვეკეთებინა ის,  რაც მოგვეთხოვებოდა, თუმცა ამას ვერ შევძლებდით იმ ადამიანის დახმარების გარეშე, რომელიც ყოველთვის ჩვენთან არის: მთვარისა მასწავლებელი
  ჩვენ შევაგროვეთ ისტორიული კულტურის ფოტოალბომი, რომელიც გაზეთის სახით წარმოვადგინეთ.
და, ბოლოს, ეს იყო, ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი დღე, თითოეული მასწავლებლისთვის, მოსწავლისთვის და მშობლისთვის.

Comments

Popular Posts