მეექვსე დღე

დღეს ვიმსჯელეთ  საკითხზე: როგორ გამოვიყენოთ ჩვენს თემაში ინტერნეტი, როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხო და პასუხისმგებლობით გამოყენება, შევქმენით მოსწავლის  სავარაუდო ნაშრომი.
მონაწილეებმა ერთმანეთს გავუზიარეთ იდეები პროექტში ინტერნეტის გამოყენების შესახებ.
მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნა დამეხმარა, განმესაზღვრა , რამდენად შეეფერება პროექტის მოთხოვნები მოსწავლის საჭიროებებსა და ინტერესებს, ასევე გამერკვია სწავლებისათვის საჭირო რესურსების ხელმისაწვდომობის საკითხი, განმესაზღვრა შინაარსი და აქტივობები.
ტრენერმა გვასწავლა, რომ მნიშვნელოვანია მიზნის შესაბამისი ინსტრუმენტების შერჩევა, გადავხედეთ საუკეთესო ტექნოლოგიური ინსტრუმენტების დოკუმენტს, ტრენერის დახმარებით შევიმუშავე იდეები მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისთვის.
ვისწავლე, რომ დაგეგმვისას აუცილებელია, ყურადღება მივაქციო ელემენტებს, რომლებიც მოსწავლეთა მუშაობასა და ტექნოლოგიების გამოყენებას ეხება, უნდა გავითვალისწინო, რომ მოსწავლეებს ეფექტურად გამოვაყენებინო ჩეკლისტები და ფაქტების დაფები, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მათ პროექტზე ეფექტურ მუშაობაში.
მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ნიმუში შევინახე საქაღალდეში -"მოსწავლის ნიმუში"
დღეს ასევე ვიმუშავეთ საკითხზე: როგორ გამოვიყენოთ ტქენოლოგიები ყველაზე ეფექტურად, სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით?
ვნახეთ შეფასების რუბრიკები, ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკის შექმნაზე ჩვენი პროექტის თემასთან დაკავშირებით.
დღს მივიღე საჭირო ცოდნა იმისათვის, რომ ჩემ მიერ დაგეგმილ პროექტში ტექნოლოგიები იყოს სათანადოდ, უსაფრთხოდ და ეფექტურად გამოყენებული.
ვისწავლე მოსწავლეთა ნამუშევრების სწორად შეფასება, რაც მათ მომავალში სწავლის ხარისხს გაუუმჯობესებს.

Comments

  1. ვნახე მოსწავლის ნიმუში ,მიზნები სწორედ არის შერჩეული აქტივობაც შეესაბამება.შინაარსი სწორედაა გაწერილი და ს ასწავლო მიზნის პროცედურები თანმიმდევრულად და ლოგიკურად არის გაწერილი. თემა ძალიან საინტერესო და ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოადგებათ.

    ReplyDelete

Post a Comment

Popular Posts