მეხუთე დღე

დღეს დავასრულეთ მასწავლებლის პორთფოლიო და ტრენერის დახმარებით ავტვირთეთ ბლოგზე. ვისწავლეთ, როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ეფექტურად სწავლების პროცესისი გასაუმჯობესებლად, ასევე როგორ უზრუნველყო ინტერნეტის ადეკვატურად და პასუხისმგებლობით  გამოყენება.
ვიმუშავეთ აქტივობაზე: დაწყვილდი და გაუზიარე : ჩემი პროექტის პრეზენტაცია-- გუნდს გავუზიარე  შექმნილი პრეზენტაცია, მივიღე და გავეცი უკუკავშირი.
ტრენერმა გვასწავლა ,რომ უკუკავშირის დროს ყურადღება უნდა გავამახვილოთ როგორც ძლიერ, ასევე სუსტ მხარეებზე, რჩევები უნდა იყოს კონკრეტული, კონსტრუქციული.
ვიხელმძღვანელეთ 3-2-1 სტრატეგიით:
*დასვი სამი კითხვა
*გააკეთე ორი კომენტარი
*ჩამოაყალიბე ერთი რჩევა
ვისწავლეთ, როგორ შევძლებთ  სტანდარტების დაკმაყოფილებას პროექტზე დაფუძნებულ, მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო პროცესში.
განვიხილეთ პრობლემური საკითხები და მათი გადაჭრის გზები. ვისწავლეთ ვიკის გვერდის შექმნა და გამოყენება. ჩავინიშნეთ ვიკის გვერდები.
ვისწავლეთ, როგორ გამოვიყენო ინტერნეტი 21-ე  ს-ის უნარ-ჩვევების განმტკიცებისათვის სასწავლო მიზნებთან და სტანდარტთან შესაბამისად.
სასწავლო მიზნების განხილვისას გავიაზრე:*თემის რა ეტაპზე უწევთ მოსწავლეებს კვლევის ჩატარება; * რა ეტაპზე არის საჭირო სხვებთან კომუნიკაცია სწავლის ხარისხის გასაუმჯობესებლად;* რა ეტაპზეა თანამშრომლობა ყველაზე ეფექტური.
დღეს ვისწავლეთ, რომ აუცილებელია , ვიცოდეთ ელ.მედიის გამოყენების სამართებლივი და ეთიკური ნორმები.
იმისათვის, რომ დიდი დრო არ დაიკარგოს საჭირო მასალის ძიებაში, ვისწავლეთ ძიების დიაპაზონის დავიწროება. ტრენერმა გვირჩია, რომ მოსწავლეებს ინტერნეტის გამოყენებისას უნდა მივცეთ დეტალური ინსტრუქციები. დავრწმუნდეთ გამოსაყენებელი მასალის სანდოობასა და ვარგისიანობაში.
დღე იყო ინფორმაციული. დღეს შესწავლილი მასალა დამეხმარება პრაქტიკულ საქმიანობაში.

Comments

Popular Posts