დღე მეოთხე

ტრენინგის მეოთხე დღეს ტრენერმა გაგვაცნო  შეფასების სხვადსხვა მეთოდი, წავიკითხე პროექტზე დაფუძნებული სწავლების შეფასება,  ტრენერის მითითებით, შევედი შეფასების ბიბლიოთეკაში და შევარჩიე ჩემი პროექტისათვის შესაფერისი მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და საჭიროებების შეფასების, წახალისების, თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის უნარის შეფასების, პროგრესის მონიტორინგის შეფასების, სტრატეგიები გაგების, შემოწმებისა და მეტშემეცნების წახალისების შეფასების, გაგებისა და უნარების დემონსტრირების შეფასების  მეთოდები.
გავეცანი და დავწერე დროში გაწერილი შეფასების გეგმა. ვისწავლე, რომ დროში გაწერილი შეფასების გეგმა კარგად გამოხატავს თემაზე მუშაობის დროს შეფასების გამოყენების პერიოდებს და შეფასების გეგმის შემუშავებისათვის კარგი საფუძველია.
დღეს ტრენინგზე ვისწავლე, რომ აუცილებელია შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად, რაც დამეხმარება, გავიგო მოსწავლის საბაზისო ცოდნა, სუსტი მხარეები, არასწორი შეხედულებები. ვისწავლე, რომ  შეფასების ფორმაში უნდა გამოვიყენო ზოგადი და თამატური კითხვები მოსწავლის მიერ თემის გაგების ხარისხის განსაზღვრისთვის. თემის  ეფექტური დაგეგმისთვის უნდა შევაგროვო ინფორმაცია მოსწავლეების ცოდნისა და საჭიროებების შესახებ.
ტრენერმა აგვიხსნა, როგორ უნდა  მოგვემზადებინა პორთფოლიოს პრეზენტაცია ჩვენს სასწავლო პროექტზე. მოკლედ აღვწერე თემა, სამიზნე სტრატეგიები და მიზნები, მიმართულების მიმცემი კითხვები .
ტრენინგზე ვისწავლე, რომ პორთფოლიოს პრეზენტაციის წერისას უნდა გავითვალისწინო * რისი სწავლება მსურს ამ თემის ფარგლებში? * როგორ მეხმარება ეს თემა მიზნების მიღწევაში? * როგორ დაეხმარება ჩემ მიერ შერჩეული შეფასებები და მიმართულების მიმცემი კითხვების გამოყენება მოსწავლეებს, მიაღწიონ 21-ე საუკუნის სასწავლო მიზნებს?
ტრენინგი იყო საინტერესო, თანამშრომლობითი.
შესწავლილი საკითხები დამეხმარება ჩემს პრაქტიკულ მუშაობაში.

Comments

  1. მადლობა ასეთი ამომწურავი კომენტარისთვის, თქვენ აღწერეთ თვითეული საკითხის საჭიროება ტრენინგის მიმდინარეობისას.

    ReplyDelete

Post a Comment

Popular Posts